11:15 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-08 19:41:31, 1362 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის სტუდენტებსა და წარმომადგენლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) სტუდენტებსა და აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა.

უკვე მეორედ „IACA“-ს სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სწავლების დასკვნით ნაწილს საქართველოში გადიან. შეხვედრაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მას იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ხათუნა კასრაძე და იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სანიკიძე ესწრებოდნენ. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს ანტიკორუფციული მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს 15 ქვეყნიდან 19 სტუდენტი ეწვია. სტუდენტები გაეცნობიან ანტიკორუფციული ღონისძიებების ეფექტიანი აღსრულების მეთოდებსა და პრაქტიკულ მაგალითებს; მუშაობის სპეციფიკის გასაცნობად ეწვევიან იუსტიციის სახლს და სერვისების განვითარების სააგენტოს; შეხვდებიან საჯარო სამსახურის ბიუროს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებს.

თავის მხრივ, საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიაც ჩაატარებს ტრენინგს ქართველი საჯარო მოხელეებისთვის კორუფციის ეკონომიკური ანალიზის თემაზე.

საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემია არის საერთაშორისო ორგანიზაცია და, ამავე დროს, უმაღლესი განათლების ინსტიტუტი. მისი მიზანი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევების ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიკაცია და სფეროს პროფესიონალების მომზადებაა. გადაწყვეტილება სამაგისტრო პროგრამის დასკვნითი მოდულის საქართველოში ჩატარების თაობაზე განპირობებულია საქართველოს მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესით.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 21 თებერვალს ქ. ვენაში საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) პრეზიდენტად საქართველო აირჩიეს. აკადემიაში ჩვენს ქვეყანას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე წარმოადგენს. საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის პრეზიდენტად არჩევა საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგია.

„IACA“-ს დელეგაციას იუსტიციის სასწავლო ცენტრი მასპინძლობს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
კობახიძე – აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად
კობახიძე – საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ ახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics