|
2019-04-06 17:18:53, 2053 ნახვა
რეგიონი
აჭარა ბელარუსი ვიზიტორების ყურადღების ცენტრშია
აჭარის ტურისტული პროდუქტები ბელარუსი ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „LEISURE 2018” დამოუკიდებელი სტენდით უწევს პოპულარიზაციას, სადაც საუკეთესო სტენდისა და გაფორმებისთვის აჭარის სტენდმა სპეციალური დიპლომები აიღო. გამოფენის ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ ტურისტული კომპანიებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან, რომლებთან თანამშრომლობითაც აჭარაში პრეს და ინფოტურების გამართვა იგეგმება. მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 20 ქვეყნის 100-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. ბელარუსი აჭარისთვის ერთ-ერთი სამიზნე ქვეყანაა, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ანხორციელებს. 35%-ითაა გაზრდილი ბელარუსიდან აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა. მინსკის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 3 აპრილს გაიხსნა და დღეს დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)