|
2019-04-05 14:40:58, 1316 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტმა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა
პარლამენტმა აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ინიციატივას მხარე მხოლო 42 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრამდე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა. მდინარაძის განმარტებით, კანონპროექტში არის ჩანაწერილი, რომლის მიხედვითაც, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა იკრძალებოდა რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში და ამ დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში. უმრავლესობის წევრის თქმით, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, უმრავლესობას კანონპროექტის ჩაგდება იმიტომ უნდა, რომ მან გუნდი დატოვა. “თუკი პროექტის სულისკვეთებას იზიარებთ, მხარი დაუჭირეთ მას და თქვენი სახელი დაარქვით, ოღონდ მიიღეთ ხალხისთვის“, - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა მმართველ გუნდს.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)