|
2019-04-05 12:53:34, 1609 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა
დღეს შუახევის მერის მოადგილეებმა ომარ ტაკიძემ და რუსუდან შავაძემ ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედა გამართეს. ხელმძღვანელმა პირებმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები განიხილეს. აღინიშნა, რომ მაქსიმალური შედეგის მიღება შესაძლებელია ერთობლივი ძალისხმევით და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით.
დღეისათვის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მავნებლის მონიტორინგი და რაოდენობის იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს, მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება მავნებლის კონტროლის შეწამვლითი სამუშაოები. მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, ჩატარდება აქტიური საინფორმაციო კამპანია. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებზე, გადაჭრის გზებზე. ხელმძღვანელმა პირებმა რწმუნებულებს გააქტიურებისკენ , მეტი ჩართულობისკენ მოუწოდეს მიმდინარე პროცესებში, მათ შორის დაევალათ მერის თათბირის საოქმო დავალებების შესრულება, სოფლის მეურნეობის პროგრამების გაცნობა მოსახლეობაზე, საპროექტო სამუშაოებში აქტიური ჩართულობა, დასუფთვების აქციების მოწყობა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)