|
2019-04-04 19:59:23, 1848 ნახვა
კომენტარი
იზორია - კითხვაზე, მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა, ჩემი პასუხია - არა!
კითხვაზე - მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა, ჩემი პასუხია - არა!, - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ სალომე სამადაშვილს. იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია: „თქვენ მკითხეთ, ან კი მითხარით, ან არაო და ჩემი პასუხი ცხადია". რაც შეეხება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეკითხვას, იგი დაინტერესდა რა კომენტარს გააკეთებდა თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელიც დეპუტატის თქმით "ქვეყნისთვის ნატო-ს წვრთნებს საზიანოდ განიხილავს". „თქვენ იცით ჩემი პოზიცია, რომ რუსეთი არის მთავარი საფრთხე ცივილიზებული სამყაროსათვის. კონკურენტულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც განსაკუთრებით ნატო-სთვის ეს საფრთხე მწვავეა. შეკავებისა და თავდაცვის განახლებული პოლიტიკა, რომლის ერთგულებიც ჩვენ ჩვენი რეფორმებით ვართ, იმას ემსახურება, რომ ამ კონკრეტული საფრთხის შეკავება მოხდეს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)