09:06 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 18:05:33, 1828 ნახვა

საზოგადოება
თურნავა: მოხდება ისეთი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებაც, სადაც ისტორიულად არასდროს ყოფილა ბუნებრივი აირი

2019 – 2021 წლებში საქართველოს კიდევ 217 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც 209 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომლის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ პრესკონფერენცია გამართა.

„გაზიფიცირების გეგმა, რომელიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა,  მოიცავს ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი - მათ შორის არის მაღალმთიანი აჭარა, მაღალმთიანი გურია და სამეგრელოს ისეთი მუნიციპალიტეტები, როგორიცაა ჩხოროწყუ, წალენჯიხა და ა.შ. რაც შეეხება იმ დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მოხვდნენ გეგმაში, განსაკუთრებით ისეთ მაღალმთიანი დასახლებები, სადაც ძალიან რთული რელიეფია და ფიზიკურად ვერ შეგვყავს მილი, მათთვის მუშავდება  ალტერნატიული გეგმა ან  ამ სოფლების გაზით უზრუნველყოფა მოწინავე ტექნოლოგიების საშუალებით მოხდება" - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით,  2021 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით, 1,2 მილიონზე მეტი აბონენტი იქნება გაზიფიცირებული, რაც აბონენტთა მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 85 პროცენტია. „ამ მაჩვენებლით საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ევროპაში" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თურნავას განმარტებით, გაზიფიცირება, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში,  არა მხოლოდ გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას, ასევე შეამცირებს ხე-ტყის ჭრას გათბობის მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ გაზიფიცირება განხორციელდება ისეთ დასახლებულ პუნქტებშიც, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს. 

გარდა ამისა, გაზიფიცირების პროექტი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს რეგიონებში. 2019 – 2021 წლებში დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოებისთვის, ძირითადად, იმ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები პირები დასაქმდებიან. შედეგად, სამშენებლო სამუშაოების მსვლელობისას, ამ მუნიციპალიტეტებში დასაქმების მაჩვენებელი გაიზრდება.

გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. შედეგად, სამუშაოები დაიგეგმება რეგიონების სივრცითი მოწყობის წესების დაცვით და სამომავლო განვითარების გათვალისწინებით.
 

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics