09:05 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 09:25:54, 1054 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა დასახლებებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა და წეროვანში, წილკანში და ფრეზეთში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებს დეტალურად გაეცნო. შეხვედრას ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ესწრებოდა.

მხარის რწმუნებულმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და პირადად დაათვალიერა სოფელ ფრეზეთის მშენებარე საბავშვო ბაღი.

ბაღი 2 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი, სადაც სკოლამდელი განათლების მიღებას ფრეზეთისა და მიმდებარე სოფლების ბავშვები შეძლებენ. სამუშაოები იაპონიის საელჩოს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

მიმდინარე წელს წილკნისა და წეროვნის დევნილთა დასახლებაში სანიაღვრე არხების მოწყობაც იგეგმება, რაც მოსახლეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასმელი წყლის რეზერვუარებს ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში, დასრულდება წილკნის მრავალფუნქციური დარბაზის მშენებლობა და მოეწყობა ღია სცენა წეროვანში.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics