|
2019-04-03 13:01:25, 1050 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს რამდენიმე დავალება მისცა
თბილისის მერმა კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას რამდენიმე დავალება მისცა. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც, მისი თქმით, 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ქალაქს და მის სისუფთავეზე ზრუნავენ, მადლობა გადაუხადა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამ ადამიანების შრომა ნამდვილად დასაფასებელია. თბილისის მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს დაავალა, მომზადდეს მხატვრული მინათების პროექტი პუშკინის ქუჩის N19-დან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის N26-ის ჩათვლით მდებარე შენობა-ნაგებობებისთვის. „ალბათ, დაკვირვებული ხართ, რომ პუშკინის ქუჩის N19-დან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის N26-ის ჩათვლით ტერიტორია საკმაოდ მოუწესრიგებელია. ეს განსაკუთრებით ღამის საათებში ჩანს. მხედველობაში მაქვს მხატვრული განათება. წითელი, ყვითელი, ლურჯი - ეს არეული ფერები ხიბლს და სილამაზეს უკარგავს ამ კონკრეტულ ადგილს. არადა ეს ისტორიული ადგილია. მინდა დაგავალოთ, რომ გააკეთოთ პროექტი, რომ ეს ყველაფერი ერთიანობაში ჩაჯდეს, ერთნაირი განათება იყოს. ასევე, მინდა გთხოვოთ, რომ ბარათაშვილის აღმართზე, რომლის რეაბილიტაციაც გავაკეთეთ, კლდის მხატვრულად მინათების სამუშაოების პროექტიც მოამზადოთ, რათა ესეც მოწესრიგებული იყოს. ეს ქუჩა რეაბილიტაციის შემდეგ მართლაც ულამაზესი გამოვიდა და მიმაჩნია, რომ მხატვრული მინათების პირობებში ის უფრო მომხიბვლელი და შთამბეჭდავი გახდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, თბილისის მერმა „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან ახალი გზის მიმართულებით არსებული ტერიტორიის - მდინარე ვერეს ხეობის ფერდობის დასუფთავება სთხოვა, რომელიც ძირითადად, თამარაშვილისა და წყნეთის ქუჩის მოსახლეობის მიერ სამშენებლო ნარჩენით არის დაბინძურებული. „ჩემი თხოვნა იქნება, მაქსიმალურად დავასუფთაოთ და მოვაწესრიგოთ ეს ტერიტორია. ასევე, მინდა, მოსახლეობასაც ვუთხრა, რომ ხევში ნაგვის გადაყრა კატეგორიულად მიუღებელია. ეს, პირველ რიგში, მათ უნდა გაითვალისწინონ, რადგან იქ ცხოვრობენ და არ მგონია, ვინმეს სიამოვნებდეს იმ პირობებში ცხოვრება, რაც ამ კონკრეტულ ადგილზე ხდება. ცოტა რთული რელიეფია, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება ამ ტერიტორიის მოწესრიგება. ასევე, აუცილებლად უნდა დასუფთავდეს თბილისის გასასვლელ-შემოსასვლელები. არ არის კარგი მდგომარეობა და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ მიმართულებითაც ვიმუშაოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
(NS)
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)