|
2019-04-02 16:55:37, 1395 ნახვა
რეგიონი
შუახევში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას. ამ დღის აღსანიშნავად შუახევის საჯარო სკოლაში მერიის ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს თემაზე : - ,, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მნიშვნელობა". მოეწყობა ვიდეორგოლის ჩვენება: ,,აუტიზმის სპექტრის მქონე წარმატებულ ადამიანებზე". ღონისძიებას შუახევის მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, მერის განათლების, კულტურის, სპორტის და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ფრიდონ დავითაძე ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)