08:10 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-02 15:29:57, 1005 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი სამუშაო შეხვედრას „სავაჭრო პოლიტიკა და რეფორმა სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის რეგულირების სისტემისათვის“ დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სამუშაო შეხვედრას „სავაჭრო პოლიტიკა და საქართველოს რეფორმა სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის რეგულირების სისტემისათვის“ დაესწრო.

შეხვედრის მიზანს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, უსაფრთხო სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის კუთხით არსებული მდგომარეობის განხილვა წარმოადგენდა.

როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა და ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს (USDA) და ბულგარეთის სურსათის უვნებლობის სააგენტოს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.

შეხვედრაზე გიორგი ხანიშვილმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ და ყურადღება  ამ ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო ფინანსების მობილიზების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეფრი რენომ ქვეყანაში სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის კუთხით არსებულ მდგომარეობას პროგრესული უწოდა და სექტორის რეფორმირების პროცესში სრული მხარდაჭერა დააფიქსირა.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანს  საქართველოში წარმოებული  პროდუქციის ევროპულ და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე (მათ  შორის აშშ-ს ბაზარზე) გატანის შესაძლებლობების განხილვა და ამ კუთხით ქართველი ფერმერების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა წარმოადგენს.  ჩვენ მხარს ვუჭერთ ფერმერებს  და მზად ვართ აღნიშნული მიზნების მიღწევაში დახმარებისთვის“, -  განაცხადა   ჯეფრი რენომ.

შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კერძო  და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics