|
2019-04-02 15:09:39, 1357 ნახვა
კომენტარი
ნინო ლომჯარია - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ძალიან აქტიურად და ნაყოფიერად ვითანამშრომლეთ
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ანგარიში წარმოადგინა, რის შესახებაც სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ლომჯარიამ განსაკუთრებით გამოჰყო 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიციელთა მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე სახალხო დამცველთან მიმართვიანობის მაჩვენებელი შემცირებულა. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, დადებითად არის შეფასებული 2018 წლის მაისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პატრულ-ინსპექტორების გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე სამხრე კამერებით აღჭურვა, რაც უფრო ხანგრძლივ სამუშაო და ჩაწერის რეჟიმებს მოიცავს და ასევე, ცენტრალიზებული მართვისა და მონაცემთა შენახვის შესაძლებლობა აქვს. სახალხო დამცველი ასევე, დადებითად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან სხვადასხვა მონაცემების დროულად მოწოდების პრაქტიკასაც და 2018 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის აქტიურ კომუნიკაციასა და დიალოგს, ასევე სამინისტროს მზაობას, კონსტრუქციული დიალოგი სახალხო დამცველის აპარატთან წარმოებისთვის. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ შედგა არაერთი სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციების შესრულების საკითხი. სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების ჭრილში, განსაკუთრებით დადებით კონტექსტში გამოიყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც პოზიტიური შედეგები აჩვენა ახლადშექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მუშაობის კუთხით. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახში შესაძლო ძალადობის და ოჯახური კონფლიქტის შესახებ 112-ში შესული შეტყობინებების, ასევე სისხლის სამართლის საქმეებთან და შემაკავებელ ორდერებთან დაკავშირებულ მონაცემების ანალიზის პრაქტიკას.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)