|
2015-06-23 15:49:06, 616 ნახვა
საზოგადოება
თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, ფოთის იუსტიციის სახლის საზეიმო გახსნა ერთი თვით გადაიდო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ფოთში იუსტიციის სახლი ააშენა და ის გასახსნელად მზად არის. უწყების ინფორმაციით, საზეიმო გახსნა 29 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა, თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო, იუსტიციის მინისტრმა გადაწყვიტა, რომ გახსნის ღონისძიება ერთი თვით გადაიდოს. „ფოთში იუსტიციის სახლის მშენებლობა გასულ შემოდგომაზე დავიწყეთ. ჩვენ ფოთელებისთვის განსაკუთრებული გულისყურით ვარჩევდით დიზაინს და ვიფიქრეთ, რომ საქართველოს საპორტო ქალაქს თეთრი შენობა დაამშვენებდა. ეს ნაგებობა კანონის დაცვით აშენდა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების საკუთარი შემოსავლებით დაფინანსდა. შესაბამისად, მასზე არც სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა დაგვიხარჯავს და, რა თქმა უნდა, არც რომელიმე ბიზნესმენი დაგვიშინებია, როგორც ეს ადრე ხდებოდა. შესაბამისად, ეს უკვე მეორე იუსტიციის სახლია ზუგდიდის მერე, რომელიც არა მხოლოდ კანონის დაცვით და ხარისხიანად აშენდა, არამედ ექსპლუატაციაშიც იქნება მიღებული მანამ, სანამ მასში თანამშრომლები და მოქალაქეები შევლენ. გვინდოდა იუსტიციის სახლის გახსნა ფოთელებისთვის დასამახსოვრებელი ზეიმი ყოფილიყო, თუმცა, დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ უბედურებების კასკადის გამო, რაც ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს, გახსნის საზეიმო ღონისძიება ერთი თვით გადაიდოს. ვიცი, რომ ამ აზრს ბევრი ფოთელი გაიზიარებს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. ფოთის იუსტიციის სახლი 3 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურაა, რომლის შენებაც იუსტიციის სამინისტრომ 2014 წლის 17 ნოემბერს დაიწყო და ის ფოთელებს სამასზე მეტ სერვისს ერთი ფანჯრის პრინციპით სწრაფად და ხარისხიანად შესთავაზებს.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)