08:10 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-02 12:36:52, 1054 ნახვა

საზოგადოება
გახარია: შრომის უფლების და უსაფრთხოების დაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია

შრომის უფლების და უსაფრთხოების დაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიოტიტეტია, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ უბედურე შემთხვევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, პირველი სექტემბრიდან აღნიშნულ საკითხზე კანინმდებლობა ყველა სახის კომპანიებისთვისა და საწარმოებისთვის ძალაში შევა.

„შრომის უფლების დაცვა და შრომის უსაფრთხოების დაცვა, მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, კანონმდებლობა უკვე გაუმჯობესებულია. თებერვლიდან უკვე ძალაში შევიდა მაღალი რისკის მქონე ობიექტებზე და პირველი სექტემბრიდან სრულიდან ყველა სახის კომპანიებისთვისა და საწარმოებისთვის. რეგულაციები დაიცავს.  რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯები, შრომის ინსპექცია, როგორც ასეთი, არ არსებობდა წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, გარკვეული აღსრულების პრობლემები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეს პრობლემები მენეჯმენტის საკითხია და ეს ყველაფერი მოგვარებადია. მთავარია, რომ სახელმწიფოს ნება არსებობს და მთავარია, კანონმდებლობა უკვე არსებობს და 1-ლი სექტემბრიდან ეს უნდა გახდეს საზრუნავი თითოეული ჩვენგანის, მთავრობის წევრისა და სამოქალაქო სექტორის“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics