|
2019-03-26 20:09:18, 1546 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა
დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის ფრიდონ ფუტკარაძის ხელმძღვანელობით სამუშაო თათბირი გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერმა, მერის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან, მათ თანაშემწეებთან, სამსახურის უფროსებთან გასული კვირის განმავლობაში გაწეული სამუშაოები შეაჯამა, სამომავლო აქტივობების შესახებ იმსჯელა და მერის წარმომადგენლებისგან სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე ამ ეტაპზე არსებული პრობლემები მოისმინა. თათბირზე ყურადღება გამახვილდა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ კრებებზე, რომელიც მერიის ორგანიზებითა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით მუნიციპალიტეტის 67 სოფელში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით ჩატარდა. თათბირზე ასევე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელეს. მათ შორის: მერის თათბირის საოქმო დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ და მოსმენილი იქნა სახანძრო- სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის მიერ ინფორმაცია სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა შესახებ. თათბირის მუშაობაში მონაწილეობდნენ მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე და რუსუდან შავაძე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)