|
2019-03-26 13:13:21, 1623 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის „საგარეო“ სტოლტენბერგზე: მისი განცხადებები საქართველოს ხელმძღვანელებში მილიტარისტურ განწყობებს აღვივებს
"საქართველოს დასავლელი პარტნიორების რიგითი განცხადებები თავიანთი „კლიენტის“ მხარდასაჭერად არავის აოცებს", - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყება ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომ „რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება უკან უნდა წაიღოს“. ე.წ. უწყებაში სტოლტენბერგის განცხადებას "ვაშინგტონისა და ბრიუსელის პროპაგანდისტული რიტორიკის ნაწილად" აფასებენ. "ამგვარი განცხადებები საქართველოს ხელმძღვანელებს მოლოდინებს უჩენს, მილიტარისტურ განწყობებს აღვივებს და ძირს უთხრის ძალისხმევას ამიერკავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. საქართველოსა და ნატო-ს სწავლებები აფხაზეთის უსაფრთხოებისთვის გამოწვევას წარმოადგენს. მოვუწოდებთ თბილისსა და ბრიუსელს გააცნობიერონ ასეთი ქმედებების ნეგატიურობა", - ნათქვამია დე-ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)