|
2019-03-23 11:02:06, 1383 ნახვა
სამართალი
გახარია: სანამ შს მინისტრი ვარ, ყველა ყველაფერს გავაკეთებ, რომ სარალიძის საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში, ხორავას ქუჩაზე მოკლულუ მოზარდის დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს საქმე ბოლომდე იყოს მიყვანილი და ამას წერტილი დაესვას. „რა თქმა უნდა, ეს მძიმე თემაა. პერსონალურად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი პირადი ტრაგედიაც არის, აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ ამას. 2 დღის მოსული ვიყავი მე შინაგან საქმეთა სამინისტროში, როდესაც ეს მოხდა და უზომო ძალისხმევა გატარდა მაშინ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი, შედეგი ყოფილიყო ობიექტური და რეალური. თუმცა, როგორც ჩანს ყველაფერი არ იყო გაკეთებული და გარკვეული ხარვეზები იყო დაშვებული. კონცეპტუალურად, მე მინდა გითხრათ ესეთი რამ, რომ მე მესმის, არ აქვს ამას არანაირი მნიშვნელობა მშობლებისთვის და ვერავინ ვერ იპოვის იმ სიტყვებს , რომელიც ნუგეშის სიტყვები იქნება, თუმცა, მე საერთოდ შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანურად ჩემი და კიდევ ბევრი ადამიანის ეს მუდმივი ტვირთი იქნება, მართლა ასე იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ფორმალური, მორალური პროცედურებით ვიღაცას კანონის პირდაპირი დარღვევა არ ჩაუდენია. ვიღაცას აქვს მაგალითად საშუალება ფორმალური იურიდიული მხარით ისეთი პასუხი გაგცეთ, რა პასუხიც თქვენ მიიღეთ. მიუხედავად ამისა, არსებობს რაღაც მორალური განზომილება და ეს მორალური განზომილება ხშირ შემთხვევაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. დღეის მდგომარეობით, მე სანამ ვიქნები შინაგან საქმეთა მინისტრი და სანამ ამის საშუალება მექნება, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი და მას წერტილი დაესვას. არის რამდენიმე პროცედურა, აპელაცია მიმდინარეობს, როგორც ვიცი ბრალდების მხარემ ბოლო სიტყვა უკვე თქვა, შემდგომ იქნება დაცვის მხარე, შემდგომ იქნება განაჩენი. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში პარალელურად გამოძიებას ვაგრძელებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, მე იმედი მაქვს იმის, რომ იმ პროცესში, რომელიც დღეს აპელაციაში მიდის გარკვეული ახლადგამოვლენილი გარემოებიდან გამომდინარე, ჩვენ პროგრესი გვექნება და წინსვლა გვექნება, ისევე როგორც იმედი მაქვს, რომ ამ საქმის ფარგლებში, რომელსაც ჩვენ ვიძიებთ, გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა ძალიან კარგად მესმის, რომ რასაც მე ახლა ვამბობ ეს არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ ეს არის ის ფორმალური იურიდიული მხარე, რასაც ჩვენ მივყვებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)