|
2019-03-22 09:28:30, 1027 ნახვა
საზოგადოება
ავარიული სახლებისა და დაუსრულებელი მშენებლობების ჩანაცვლების შემთხვევაში, შენობების სიმაღლის მატება შესაძლებელი იქნება
სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესების შემთხვევაში, მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ავარიული კორპუსებისა და დაუმთავრებელი სამშენებლო ობიექტების ნაცვლად უფრო მაღალი შენობა-ნაგებობები ააშენონ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას დედაქალაქის მერმა განაცხადა. კახა კალაძე სოციალური ქსელის მომხმარებლის, გიორგი თევდორაძის შეკითხვას გამოეხმაურა, რომელიც ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონის N11 კორპუსის ავარიულობას ეხებოდა. მისი თქმით, დედაქალაქში სხვადასხვა ხარისხის ავარიული შენობა-ნაგებობებია, ამიტომ, K2 კოეფიციენტის ყიდვის გაუქმების პარალელურად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც ავარიული სახლებისა და დაუსრულებელი მშენებლობების ჩანაცვლების შემთხვევაში, ითვალისწინებს შენობების სიმაღლის მატებას. „თქვენ იცით, რომ კ2 კოეფიციენტის ყიდვა გავაუქმეთ, ახალი გენერალური გეგმაც იქნა მიღებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ავარიული სახლების, მათ შორის, ავარიული „ხრუშჩოვკების“, ასევე, დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების შემთხვევაში, ჩვენ მივცემთ მშენებლებს შესაძლებლობას, რომ დაშალონ ეს შენობა-ნაგებობები, წავიდნენ სიმაღლეში და მაქსიმალურად ჩანაცვლდეს ასეთი სახლები“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, 170-ზე მეტი დაუსრულებელი სამშენებლო ობიექტია დედაქალაქში, რომელთა მესაკუთრეები წლებია, საცხოვრებელ ფართებს ელოდებიან. „ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რადგან ავარიული სახლების გარდა, გვაქვს დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობები, რომელთა რიცხვი 170-ზე მეტია და ისინი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ანტისანიტარიის თვალსაზრისით, ვიზუალურად და ადამიანები წლების განმავლობაში ელოდებიან თავიანთ საცხოვრებელ ფართებს. თუ იქნება დაინტერესებული სამშენებლო კომპანიები, მათ მივცემთ შესაძლებლობას, ეს ადამიანებიც დააკმაყოფილონ და მათთვის ბიზნესის თვალსაზრისით საინტერესო იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)