02:04 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 15:00:59, 1089 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ნიკო კეცხოველის პრემიის სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსის საფინალო ღონისძიება გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ ნიკო კეცხოველის პრემიის სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსის საფინალო ღონისძიება გახსნეს.

სასკოლო პრემიის 2018-19 წლის კონკურსის მთავარი თემა მდგრადი განვითარების მიზნები იყო და მასში ქვეყნის მასშტაბით 500–მდე სკოლა მონაწილეობდა.

„ბედნიერებაა ამდენ საოცრად მოტივირებულ და განათლებულ ახალგაზრდებთან შეხვედრა; ახალგაზრდებთან, რომლებმაც მთელი წლის მანძილზე ძალიან ბევრი იშრომეს საკუთარ თემში მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებისთვის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციისათვის. თუ დღეს თქვენს ირგვლივ მყოფმა საზოგადოებამ უფრო მეტი იცის მდგრად განვითარებაზე, უფრო მეტად უფრთხილდება გარემოს, ყურადღებას ამახვილებს სოციალურ საკითხებზე,  სწორედ, ამ ახალგაზრდების დამსახურებაა. დარწმუნებული ვარ, ვერც ერთი ჯილდო და სტატუსი ვერ შეედრება იმის გააზრებით მიღებულ სიამოვნებას, რომ რამდენი სასიკეთო საქმის გაკეთება შესძელით საკუთარი თემისთვის და საკუთარი ქვეყნისთვის, რადგან ქვეყანაზე ზრუნვა სწორედ, საკუთარ სოფელსა და თემზე ზრუნვით იწყება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოვლენილი რჩეული პედაგოგიც დააჯილდოვეს. ლევან დავითაშვილმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  სოფელ ბაზალეთის სკოლის პედაგოგს, თეა ტალახაძეს „მწვანე ჯილდო 2019“ გადასცა.

გამარჯვებული სკოლები I, II და III ხარისხის ჯილდოებს გადაინაწილებენ და მათ სახელმწიფო, საერთაშორისო და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჟიური საქართველოს 32 სკოლის გუნდიდან შეარჩევს. ფინალისტი სკოლები საზოგადოებას იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს წარუდგენენ, რომლებსაც,  მთელი წლის განმავლობაში, გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს დიდ ქალაქებში, თუ მთის პატარა სოფლებში ახორციელებდნენ.

მასშტაბური სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ 2015 წლიდან ტარდება CENN-ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.

 

(NS)





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics