04:11 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-19 11:40:44, 3037 ნახვა

სამხედრო
ნატო-ს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში, სერჟანტთა მე-3 მრავალეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ნატო-ს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ფარგლებში სერჟანტთა მე-3 მრავალეროვნული სამუშაო შეხვედრა თემაზე „განათლებულ სერჟანტთა კორპუსის განვითარება“ გაიმართა.

მიწვეულ სტუმრებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმა მიმართა. ლევან იზორიამ შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სერჟანტთა კორპუსის განათლების აუცილებლობას ხაზი გაუსვა. მისი განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები პრინციპის - მეტი ნატო საქართველოში - კონკრეტული გამოხატულებაა. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოსა და ნატოს შორის კავშირი ახლა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს და რაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მიზანს - ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საბოლოო გაწევრიანებას ემსახურება.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძეც მიესალმნენ.

რიგით მე-3 სამუშაო შეხვედრის მიზანი პარტნიორი ქვეყნებისათვის სერჟანტთა განვითარების ჩარჩო დოკუმენტის გაცნობა, სერჟანტთა საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის საკითხის და სერჟანტთა განათლების ინიციატივების ეროვნულ დონეზე განხილვა და მათი ორმხრივ ფორმატში განხორციელებაა.

სამუშაო შეხვედრას 15 ქვეყნის 50-მდე წარმომადგენელი ესწრება. მათ შორის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მთავარი სერჟანტები, ასევე ნატოს ოპერაციების და ტრანსფორმაციის სარდლობების (Allied Command Operations and Allied Command Transformation) მთავარი სერჟანტები.

ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ფარგლებში, პირველი სამუშაო შეხვედრა 2017 წელს ჩატარდა, სადაც სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსის პროგრამა განიხილეს. მე-2 სამუშაო შეხვედრა კი, 2018 წელს ჩატარდა. მხარეებმა ნატოს პარტნიორი და წევრი ქვეყნების (PFP) სერჟანტთა განათლება და 21-ე საუკუნის გამოწვევებზე გამართეს დისკუსია.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics