|
2019-03-15 17:54:42, 1896 ნახვა
რეგიონი
პოლიციელებმა ჟურნალისტებს ხურვალეთში შესვლის საშუალება მისცეს
სოფელ ხურვალეთში სამართალდამცავებმა ჟურნალისტებს სოფელში შესვლის საშუალება მისცეს. ამ დრომდე პოლიციას სოფელთან შესასვლელი გზა გადაკეტილი ჰქონდა და სოფელში მედიასაშუალებების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ვერ შედიოდნენ. შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხურვალეთში რუსი სამხედროები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მოსახლეობის კუთვნილ ბაღებში განთავსდნენ. ხურვალეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. ოკუპანტების ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას არც სუს-ი ადასტურებს და ყველას მოუწოდებს, პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ. ამასთან, ოკუპანტების ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას არც ევროკავშირის მისია ადასტურებს. აქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოეკის ინფორმაციით, ხურვალეთში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცების შემოსვლა არ დასტურდება. მისი თქმით, ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)