|
2019-03-14 20:11:18, 1719 ნახვა
რეგიონი
შუახევში სოფლის საერთო კრებები გრძელდება
შუახევში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. შუახევის მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე და რუსუდან შავაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში იმყოფებოდნენ. საერთო კრებები ზამლეთში, ნიგაზეულში, ბუთურაულში, ნენიაში, ფურტიოში, მჭედლურში, მომწვარში და ფოთელურში გაიმართა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა სოფლებისთვის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და ერთობლივი მსჯელობის შედეგად ის პროექტები შეარჩიეს, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებზე ყველაზე მეტადაა მორგებული. სოფლის საერთო კრებებზე მოსახლეობამ სოფელ ზამლეთში, ნიგაზეულში, ბუთურაულში, მჭედლურში, ფურტიოში ხმა მისცა გარე განათების ქსელის მოწყობას,მომწვარში სასაფლაოების შემოღობვა დასახელდა, ფოთელურში გზის რეაბილიტაცია, ხოლო ნენიაში არჩევანი გარე განათების ქსელის მოწყობასა და გზის რეაბილიტაციაზე გააკეთა. შუახევში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მომდევნო დღეებში გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)