|
2019-03-12 18:12:06, 1018 ნახვა
საზოგადოება
Night Lab - თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი ღონისძიებების ახალ სერიას იწყებს
29-31 მარტს, “ღვინის ქარხანა” თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის და “თბილისის სტარტაპ ბიუროს“ ორგანიზებით Night Lab-ის პირველი ღონისძიება (ჰაკათონი) გაიმართება. Night Lab-ში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს ინოვაციური და უნიკალური იდეა და სურვილი, საკუთარი იდეა რეალობად აქციოს. Night Lab არის ინოვაციების ხელშემწყობი რეგულარული საჯარო ღონისძიებების სერია, რომლის ფარგლებშიც კრეატიული ადამიანები იკრიბებიან, ახდენენ პროდუქტის ან ბიზნეს მოდელის იდეების გენერირებას და ღონისძიების ფარგლებში მას აღასრულებენ ან გარკვეულ ეტაპამდე მიჰყავთ. სერიის მიზანია, ღამის ეკონომიკის ჭრილში, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს პროექტებისა და პროდუქტების განვითარება, ინოვაციური იდეების გენერირება და ხელშეწყობა. შერჩეულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ 29-31 მარტს, 48 საათის განმავლობაში გუნდური მუშაობის შედეგად და კომპეტენტური მენტორების ზედამხედველობის პირობებში შექმნან ციფრული სერვისები, პროდუქტის პროტოტიპები, აპლიკაცია/ვებგვერდები, მოწყობილობები ან მონაცემების მოძიებისა და ვიზუალიზაციის საშუალებები, რომლებიც რელევანტური იქნება ღამის ეკონომიკის გაძლიერებისთვის. პროექტებს შეაფასებს სპეციალურად შერჩეული კომპეტენტური ჟიური, რომელიც ყოველ ჯერზე დაკომპლექტდება 7 პროფესიონალით კრეატიული, ტექნოლოგიური და ბიზნეს სფეროებიდან. გამარჯვებულ გუნდებს წინასწარ გამოცხადებული ფულადი ჯილდო და სხვა პრიზები გადაეცემათ. პროექტის პარტნიორები არიან: Orient Logic, Grant Thornton Georgia, Spark, Edison, Dunkin, Wendy's, და GITA. პროექტის მთავარი მედიაპარტნიორია 4U.ge დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტისა და „თბილისის სტარტაპ ბიუროს“ Facebook გვერდებს.
(NS)
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)