|
2015-06-20 09:41:05, 533 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ და დავაჯილდოვოთ
„გამოვარჩიოთ ის ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ცხელ წერტილებში და დავაჯილდოვოთ“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რომ არა ცხელ წერტილებში მომუშავე ჟურნალისტები მომავალ თაობას ბევრი ფაქტი გამორჩებოდა. „მინდა ყველას საჯაროდ გთხოვოთ, რომ გამოვარჩიოთ ის ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს ყველაზე ცხელ წერტილებში მუშაობდნენ. მე მაქვს იდეა და ინიციატივა, რომ ეს ჟურნალისტები დავაჯილდოვოთ. განსაკუთრებულად ავღნიშნოთ მათი ჩართულობა და წვლილი. რა თქმა უნდა, რომ არა ეს ჟურნალისტები ძალიან ბევრი ფაქტი დარჩებოდა გაუშუქებელი, მომავალი თაობა კი ვერ გაიგებდა იმ გმირების ნამოქმედარ საქმეებს“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)