|
2019-03-08 14:00:10, 1366 ნახვა
საზოგადოება
თალაკვაძე: რატომ მოხდა ისეთი სესხის ჩამოწერა, რომლის უკანაც იდგა ადამიანი, ვინც დღესაც მოქმედი ბიზნესმენია
"მე არ ვამტკიცებ რომ ფულის გათეთრება მოხდა ან არ მოხდა, მე ვსვამ კითხვებს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. თალაკვაძის თქმით, გაუგებარია თუ რატომ მოხდა 17 მილიონი ოდენობის სესხის ჩამოწერა. „ფაქტია, რომ 17 მილიონი სესხის ტრანზაქცია - დასრულდა ეს ოპერაცია ისე, როგორც სხვა შემთხვევებში არ სრულდება. ჩამოწერა რომ მერე მოხდა ეს არის საინტერესო. რატომ მოხდა ისეთი სესხის ჩამოწერა, რომლის უკანაც იდგა ადამიანი, ვისაც აქვს კაპიტალი, ვისაც აქვს კომპანიები, და ვინც დღესაც არის მოქმედი ბიზნესმენი. არის თუ არა ეს ფულის გათეთრება უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ და გამოიძიოს პროკურატურამ. მე არ ვაბრალებ და არც ვამტკიცებ. ხელშეკრულების პირობები რამდენჯერმე შეუცვალა სახელმწიფომ და თუ სახელმწიფოს უნდოდა რომ ხაზარაძეს ეს პროექტი ვერ გაეკეთებინა, იმიჯი შელახვოდა და პირობა დაერღვია პარტიორებთან, რატომ შეუცვლიდა ამ პირობებს, მაშინ აღარ გადაუვადებდა არაფერს. მე არ ვამტკიცებ რომ ფულის გათეთრება მოხდა ან არ მოხდა, მე ვსვამ კითხვებს. ბანკის კაპიტალში შეიტანეს თანხა, რომელიც თავად ისესხეს იმ ადამიანისგან, რომელსაც თავად ასესხეს ფული. არის თუ არა ეს ფულის გათეთრება, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ და სასამართლოზე უნდა მოხდეს, ამის გარკვევა პოლიტიკური გარჩევებით ამის გარკვევა შეუძლებელია. მეორე საკითხი, რაც კითხვის ნიშნებს წარმოშობს არის ის, რომ 17 მილიონი ოდენობის სესხი შემდეგში ჩამოიწერა, როგორც ეს კომიტეტზე ითქვა. ეს ტრანზაქცია მომხდარია ომამდე და ვერავის ვერ ეცოდინებოდა რომ ომი მოხდებოდა. მაშინ, როდესაც პატარა სესხებსაც კი თუ არ გადაიხდით, აუცილებლად რითაც გაქვთ უზრუნველყოფილი, ამ ქონების რეალიზაცია მოხდება და ამ ფულს უკან მოგატანინებენ", - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
(NS)
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)