|
2015-06-19 17:04:03, 411 ნახვა
პოლიტიკა
დევიდ კემერონმა მარგველაშვილთან შეხვედრისას თბილისში მოხდარ ტრაგედიაზე მწუხარება გამოთქვა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ კემერონს შეხვდა. დევიდ კემერონმა ღრმა მწუხარება გამოთქვა თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და ქართველ ხალხს სამძიმარი და თანადგომა გამოუცხადა. თავის მხრივ დევიდ კემერონმა ქართულ მხარეს ევროინტეგრაციისა და უელსის ნატო-ს სამიტის არსებითი პაკეტის ელემენტების იმპლემენტაციის პროცესში დახმარება აღუთქვა. მხარეებმა რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ნატო-სა და ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში, რაც ხელს უწყობს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებას. ხაზგასმით აღინიშნა დიდი ბრიტანეთის მკაფიო განცხადებები და პოზიცია, რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ „ხელშეკრულებების“ დაუშვებლობის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტმა დევიდ კემერონს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)