|
2019-03-05 16:52:10, 1470 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში, რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. რუსთაველის ქუჩასა და ამავე ქუჩის I ჩიხში საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. დაახლოებით, 2 400 კვ.მ ფართობზე გრუნტის გზის ნაცვლად, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად, საგზაო სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „სოფელ გლდანში, რუსთაველის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია წლების განმავლობაში არ განხორციელებულა, რის გამოც, გაუსაძლისი მდგომარეობა იყო. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა მოუგვარდება. ამასთან, კულა გლდანელის ქუჩის რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ, რომლის სამუშაოებიც უახლოეს მომავალში დასრულდება. გლდანის გამგეობა მიმდინარე წელს რასაკვირველია, გზის საფარის მოწესრიგებას სხვადასხვა ქუჩაზე განახორციელებს“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ბარათაშვილის ქუჩაზე დაახლოებით, 4 570 კვ.მ ფართობზე უკვე დასრულდა, რამდენიმე მისამართზე კი, ამ დროისთვის მიმდინარეობს. მათ შორის, საგზაო სამუშაოები დაახლოებით, 7 500 კვ. მეტრ ფართობზე ხორციელდება კულა გლდანელის ქუჩაზე; ასევე, კაპიტალურად ეწყობა ჯანჯღავას III შესახვევისა და კობერიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზა, სადაც დაახლოებით, 5 300 კვ.მ ფართობი მოწესრიგდება; გულისაშვილის ქუჩაზე გზის საფარი დაახლოებით, 6 650 კვ.მ ფართობზე ეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენკა“ ასრულებს.
(NS)
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)