21:58 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 15:11:05, 545 ნახვა

საზოგადოება
ურთის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ურთის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის გამგეობიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 1270 გრძივი მეტრია. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული და მისი ღირებულება 400 ათას ლარზე მეტია.

„ ურთის ცენტრალური გზა წლების მანძილზე ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და იქ გადაადგილება როგორც, ავტომობილით ასევე ფეხით მოსიარულეთათვის სიძნელეს წარმოადგენდა. გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისის თვეში დასრულდება. პროექტის შესრულებაში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. ასფალტის საფარიანი ურთის ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შემდეგ მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება. გალამაზდება სოფლის იერსახე და უსაფრთხო გახდება მოქალაქეების გადადგილება როგორც ფეხით, ასევე ავტო ტრანსპორტითაც“,- აცხადებენ ზუგდიდის გამგეობაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics