|
2019-03-01 13:14:56, 1473 ნახვა
საზოგადოება
„საზმაუმ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება - მედია გარემო პოლარიზებული იყო“ - ეუთო-ს ანგარიში
საქართველოში ჩატარებულ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს. როგორც ანგარიშში ნათქვამია, საარჩევნო პერიოდში მედია საქართველოში მკვეთრად პოლარიზებული იყო. ავტორები ამბობებნ, რომ მოსახლეობას არ ჰქონდა საშუალება ობიექტური და ხარისხიანი ინფორმაცია მიეღო. ამასთან, აღნიშნულია, რომ მოქალაქეები ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ძირითადად ტელევიზიებიდან იღებდნენ, ხოლო მეორე ადგილს ბეჭდური, ონლაინ-მედია იყო. "ორი კერძო ტელეკომპანია - "რუსთავი 2" და "იმედი", ორი პარტიის ინტერესს იცავდა. ოპოზიციური "რუსთავი 2" "ნაციონალური მოძრაობის", ხოლო "იმედი" მმართველი გუნდის ინტერესების გამტარი იყო. ერთგვარ კონტრასტს წარმოადგენდა საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ყველაზე დიდი დაფინანსების მქონე ტელევიზიაა ქვეყანაში. 2018 წელს არხის ბიუჯეტი 52 მილიონ ლარს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს თავისი ვალდებულება ვერ შეასრულა. მაუწყებელმა თავის გადაცემებში არ შეასრულა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება. საზოგადოებრივი მაუწყებლები და აჭარის ტელევიზია ყველა კანდიდატს სთავაზობდნენ თანაბარ დროს. ორივე მაუწყებელი ხშირ დებატებს მართავდა, რაც კანდიდატებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას აძლევდა. აღსანიშნავია, რომ დადებითად შეფასდა "ტვ პირველის" მუშაობა წინასაარჩევნო პერიოდში. ავტორები მიიჩნევენ, რომ ტელეკომაპნია მოსახლეობას ობიექტურ ინფორმაციას სთავაზობდა და მეტად იყო კონცენტრირებულები ფაქტებზე.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)