|
2019-03-01 11:44:42, 1431 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან, 2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ C, CE, D და DE კატეგორიის მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა ეკარგება
დღეიდან 2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ C, CE, D და DE კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა ეკარგება, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის განახლება, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულშია შესაძლებელი. „მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან იურიდიული ძალა ეკარგება საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს. შესაბამისად, იმ პირს, ვისაც ამ დროის განმავლობაში აღნიშნული კატეგორიების მართვის მოწმობა არ გაუახლებია, დღეიდან შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღარ აქვს. მოქალაქეებს, რომლებმაც 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლა ვერ მოახერხეს, 2019 წლის 1-ლი მარტიდან მართვის მოწმობის განახლება მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში, კანონით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, ჩვეულებრივ შეეძლებათ. მართვის მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში უნდა წარადგინოს: • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; • არსებული მართვის მოწმობა. აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, ხოლო დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში - 35 ლარი. დღეიდან მომსახურების სააგენტო წყვეტს მუშაობის სპეციალურ რეჟიმს და სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში მართვის მოწმობის შეცვლა სტანდარტულ სამუშაო საათებში განხორციელდება. დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე - 032 2 41 91 91, ონლაინ ჩატში ან სააგენტოს "ფეისბუქ"-გვერდზე. შეგახსენებთ, რომ საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის შესაბამისად, 2014 წლის 1-ლი მარტიდან მართვის მოწმობები გაიცემა განსაზღვრული ვადით, კერძოდ: „A“, „B“, „BE“, T, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით, ხოლო „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობების ვადა განისაზღვრა 5 წლით“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაში.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)