|
2019-02-26 13:30:12, 884 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ქაღალდის სეპარირებული შეგროვების კონკურსში გამარჯვებული სკოლები დააჯილდოვა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ქაღალდის სეპარირებული შეგროვების კონკურსში გამარჯვებული სკოლები დააჯილდოვა, მოსწავლეებს შესაბამისი სერტიფიკატები და თემატური პრიზები გადასცა. მინისტრმა ქვეყნაში ნარჩენების მდგარდი მართვის საჭიროებაზე ისაუბრა და ყურადღება ნარჩენების მართვის კოდექსსა და სამინისტროს გრძელვადიანი ნარჩენების მართვის სტრატეგიის მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კონკურსი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) -ის მიერ, USAID ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში- ფაზა II (WMTR II) ფარგლებში გაიმართა. პროგრამა ხორციელდება საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, აჭარა, შიდა ქართლი და ხელს უწყობს ქვეყანაში ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებას და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილე 135 სკოლამ ჯამურად 53 ტონა მაკულატურა შეაგროვა. მათგან კი, შეგროვებული ქაღალდის ნარჩენის რაოდენობის მიხედვით 7 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო „მწვანე კომპანიების“ ნაწარმი პროდუქცია. მათ შორის, საქართველოში წარმოებული გადამუშავებული ქაღალდისგან დამზადებული ნივთები. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი ვერონიკა ლი ესწრებოდნენ.
(NS)
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)