|
2019-02-26 11:41:53, 827 ნახვა
საზოგადოება
სს „ქართული ლუდის კომპანია“ დუბაიში, საერთაშორისო გამოფენა Gulfood 2019-ზე წარდგა
სს "ქართული ლუდის კომპანია" არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გამართულ საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა Gulfood 2019-ზე წარდგა. დუბაიში 17-დან 21 თებერვლის ჩათვლით გამართულ გამოფენაზე "ქართული ლუდის კომპანია" (ზედაზენი) წარმოდგენილი იყო ძირითადად არაალკოჰოლური სასმელებით: ლიმონათი, ნატურალური წვენები, ენერგეტიკული სასმელები, არსი კოლა. სს "ქართული ლუდის კომპანიამ" გამოფენაზე პირველად წარადგინა ასევე არაალკოჰლური ლუდი „რაგნარი“, რომლესაც საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. სს "ქართული ლუდის კომპანიის" მენეჯმენტის ინფორმაციით, გამოფენა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგანაც მის ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართა 50-ზე მეტ დისტრიბუტორთან. ქართული კომპანიები Gulfood 2019-ზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით წარდგნენ. გამოფენაში მონაწილეობა სულ 12-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო. უკვე ცნობილია, რომ ქართულმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება დაიმსახურა შუა აღმოსავლეთის ქვეყნებისგან, კერძოდ: არაბთა გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანა და ა.შ. Gulfood 2019 არაბთა გაერთიანებულ საემიროების უმხსვილესი გამოფენაა, რომელიც ბოლო 20 წლის მანძილზე სასმელი და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს. გამოფენას 185 ქვეყნიდან 97 000-ზე მეტი ვიზიტორი დაესწრო, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 5 000-ს აღემატებოდა.
(R)
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)