12:57 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-25 10:38:42, 1499 ნახვა

სამართალი
მირზა სუბელიანის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს გამოაცხადდეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

სასამართლო სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნითი სიტყვებით წარსდგებიან.

ამასთან, აღნიშნულ საქმეზე განაჩენი მოსამართლემ შესაძლოა, დღევანდელ პროცესზევე გამოაცხადოს.

სუბელიანი ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის ინგა ჩალაურის თქმით, მისი ანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

„მოთხოვნა ჩვენი იქნება ისეთი სასჯელის მოთხოვნა, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. ხორციელდება მასზე მონიტორინგი და 24 საათიანი მეთვალყურეობა მიმდინარეობს მასზე“, - განაცხადა ინგა ჩალაურმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics