22:09 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 13:33:51, 990 ნახვა

რეგიონი
ბიბილოვი: მზად ვართ, საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ის მზად არის საქართველოს ახალ პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს, - ამის შესახებ ბიბილოვმა გაზეთ "იზვესტიასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც ბიბილოვმა განმარტა, მოლაპარაკებები იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ საქართველოს ხელუსუფლება ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერს ხელს. 

"სანამ ქართველი პოლიტიკოსები რუსეთის მიმართ პოლიტიკას არ შეცვლიან, ჩვენი ურთიერთობები ვერ გაუმჯობესდება. მე-11 წელი დაიწყო რაც ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია გამოავლინეს და ქართული მხარე მაინც არ აწერეს ხელს ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს. ეს მიგვანიშნებს, რომ ისინი საკუთარ თავს არ ეკუთვნიან და ყველაფერი გარე ძალებით ხდება. ამიტომ, ახალს არაფერს ველით, პრინციპში ეს ქვეყნის განვითარებას ხელს არ უშლის. გვყავს სტრატეგიული პარტნიორი, ეს რუსეთია და ყველაფერს ვაკეთებთ მასთან უფრო ფართო ინტეგრაციისთვის. მზად ვართ, საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის ან თუნდაც შუამავლების მეშვეობით მოხდეს ეს დიალოგი", - განაცხადა ბიბილოვმა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ე.წ. საზღვარზე ვითარება ამ დროისთვის სტაბილურია. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics