|
2019-02-20 14:15:55, 1203 ნახვა
საზოგადოება
პარკირების საათობრივი გადასახადი ელექტრომობილებს და შშმ პირების მანქანებს არ შეეხება
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარკირების საათობრივი საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებებს არ შეეხება. კალაძის განმარტებით, საფასური ასევე, არ შეეხება სრულად ელექტროძრავიან ავტომანქანებს და შშმ პირების კუთვნილ ავტომანქანებს; რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის სხვადასხვა ადგილებში უკვე გამოყოფილია უფასო ექსკლუზიური სადგომები ქალაქის მასშტაბით; გარდა ამისა, ყველა მანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში ოთხი უფასო 15-წუთიანი პარკირებით. კახა კალაძის ინფორმაციით, საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატების მეშვეობით. შემოსული თანხები კი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აკუმულირდებადა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასმოხმარდება. „საათობრივი პარკირების ზონაში მუნიციპალიტეტი მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდებას განაგრძობს და მათ მანქანის ალტერნატივად განვითარებულ, განახლებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს შევთავაზებთ. ჩვენ ასევე, ვაწყობთ ავტობუსის ზოლებს და უკვე ყველა კარგად ვხედავთ, რომ თანდათან ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო მალე გადაადგილდება, ვიდრე კერძო მანქანა.მნიშვნელოვანია, ჩვენ რაც შეიძლება მალე მოვახერხოთ არსებული პარკის განახლება, რათა ავტობუსებით გადაადგილება ძალიან სწრაფი და კომფორტულიიყოს.ამ მოდელზე დიდი ხანია ვმუშაობთ, გავლილი და განხილულია კერძო ექსპერტებთან და სპეციალისტებთან, რომლებიც ერთხმად ეთანხმებიან ამ მიდგომებს. თბილისი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქალაქი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)