|
2019-02-20 12:59:36, 1026 ნახვა
საზოგადოება
2019 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებში 2 მილიარდი ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი
2019 წელს დაგეგმილია 2 მილიარდი ლარის ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში ,,მინისტრის საათზე“ გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, 2018 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ათვისებამ 1 მლრდ 662 მლნ ლარი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წლის განმავლობაში დასრულდა და მიმდინარეობდა 1200-ზე მეტი პროექტი საქართველოს ყველა რეგიონში. „სამინისტროს მიერ ათვისებული თანხები ბოლო წლებში მუდმივად იზრდება. 2017 წელს წინა წელთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში 40%-მდე მეტი თანხა ჩაიდო, ხოლო შემდგომ წლებში ეს მაჩვენებელი 20%-ით იზრდება. 2019 წელს დაგეგმილია 20%-იანი ზრდა და 2 მლრდ ლარის ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში“, - აღნიშნა ცქირიშვილმა. საქვეუწყებო დაწესებულებების მიხედვით, გაერთიანებული წყლის კომპანიის ბიუჯეტი 31%-ით არის გაზრდილი და წელს 218 მლნ ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსება გაზრდილია 46%-ით და 400 მლნ ლარზე მეტია. ყველაზე მოცულობითია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი და 1.302 მლნ ლარს უტოლდება, გასამმაგებულია მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ბიუჯეტი და წელს იგი 39 მლნ ლარია.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)