|
2019-02-19 11:53:46, 1007 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონში უსახური ავტოფარეხების ნაცვლად, სამი სკვერი მოეწყო
დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, სამი ახალი სკვერი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, სკვერების ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. ტერიტორია დეკორატიული ფილებითმოპირკეთდა,განთავსდა თანამედროვე საბაღე ინფრასტრუქტურა დაფიტნეს ტრენაჟორებიდამონტაჟდა. ახალი სკვერები დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან, ვლადიმერ ძნელაძესთან და ზაზა პაპუაშვილთან ერთად დაათვალიერა. „მერის ინიციატივას პირველად აკაკი წერეთლის გამზირის N93-ის მოსახლეობა გამოეხმაურა და უსახური ავტოფარეხების ნაცვლად, ასეთი ლამაზი მოსასვენებელი სივრცე მივიღეთ. საერთო ჯამში, ინიციატივას რამდენიმე ეზო შეუერთდა და გამწვანებული და კომფორტული სკვერები მოვაწყვეთ. ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები რამდენიმე ამხანაგობასთან მიმდინარეობს“, -განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა. სამუშაოების ფარგლებში, დასასვენებელ სკვერებში მოეწყო საბავშვო გასართობი მოედნები, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი განთავსდა. ტერიტორიაზე ასევე, დამონტაჟდა განათების სისტემა, მოწესრიგდა ასფალტის საფარი. უსაფრთხოების მიზნით,სკვერების ტერიტორიაზე მიმდინარეობსვიდეო კონტროლიც. სამუშაოები, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 255 000 ლარი გამოიყო, ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ჯეოპარკმა“ და „მშენსერვის 55“-მა შეასრულეს. წერეთლის გამზირის N93-ში, N99-სა და N101-ში მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, დიდუბის რაიონის გამგეობამ 47 ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა.
(NS)
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)