|
2019-02-16 19:07:31, 1442 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატი - დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გუშინდელთან შედარებით, დამძიმდა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაის განცხადებით, მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით დამძიმდა. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზს ადაადგილების უნარიც კი არა აქვს. ამასთან, მისივე თქმით, საპატრიარქოს წარმომადგენელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე და ღუდუშაურის კლინიკის მედპერსონალს დეკანოზის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციას ავრცელებენ. „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გუშინდელთან შედარებით, არის ბევრად უფრო მძიმე. მას უკვე სველ წერტილში და საპირფარეშოში გადაადგილების უნარიც კი არა აქვს, ამ წუთის მდგომარეობით. უფრო მეტიც, ისეთი მდგომარეობა არის, რომ 2-3 და 5 წუთზე მეტს გაჩერების უფლებასაც არ გვაძლევენ იმიტომ, რომ უფრო დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისი ზედამხედველი ექიმი და მასთან მყოფი პირები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სამედიცინო სფეროს მიმართულებას ვგულისხმობ, არიან აგრესიულები იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად არ უნდათ, ვინმემ გამოიტანოს ის რეალური ვითარება და ინფორმაცია, რომელიც დღეს ამ წუთის მდგომარეობით დეკანოზთან მიმართებაში არის. ისინი, მისი ზედამხედველი ექიმიც პირდაპირ გადმოდიან ჩხუბზე, კამათზე და თავხედობაზე. აგრესიულად, უზრდელურად იქცევიან, პირდაპირ გეუბნებით, - აღიშნა გიორგი ფანცულაიამ. ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის მარინა გელანტიას ინფორმაციით, მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)