|
2019-02-16 14:03:23, 1631 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესიას მაცხოვრის ხატი გადაეცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის თბილისის მეტოქიონს მაცხოვრის ხატი შეწირა, ამასთან დაკავშირებით ეკლესიის წინამძღვარმა მამა ლევანმა წირვა-ლოცვა აღავლინა. ხატი ვარძიის მაცხოვრის ფრესკის ასლს წარმოადგენს და ის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ხატმწერმა ქეთევან ბელიაშვილმა ფონიჭალის ყოველთა წმინდათა სახელობის ტაძრის არქიმანდრიტ პეტრეს (ძინძიბაძე) ლოცვა-კურთხევით საგანგებოდ ნატო კორსანტიასთვის დაწერა და აფხაზეთს მიუძღვნა. 13 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში კრებულის „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ გამართულ პრეზენტაციაზე იდეის ავტორმა და შემდგენელ-რედაქტორმა ნატო კორსანტიამ ხატი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის თბილისის მეტოქიონისთვის შესაწირად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას გადასცა. ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, კრებულის „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ ავტორი ნატო კორსანტია, ხატმწერი ქეთევან ბელიაშვილი და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.
(NS)
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)