|
2019-02-16 11:20:14, 1053 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში სანიტარიული ჭრებიკერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებშიც იწყება
თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ დედაქალაქისმუნიციპალურ საზღვრებში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების ჭრას განაგრძობს. სამუშაოები დღეს ასათიანის ქუჩის მიმდებარედმიმდინარეობს. პარალელურად კი, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია ,,BD Property“, ასათიანის ქუჩაზე, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ფიჭვების სანიტარიულ ჭრას განახორციელებს და მათ მოგვიანებით ახალი ნარგავებით ჩაანაცვლებს. ასათიანის ქუჩაზე, დღეს,გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ნოზაძედა კომპანია ,,BD Property-ს“ წარმომადგენლებიიმყოფებოდნენ. გიგა გიგაშვილის თქმით, კომპანია ,,BD Property“ იმ მემორანდუმის ფარგლებში მოქმედებს, რომლითაც კერძო კომპანიებმა აიღეს ვალდებულება, სანიტარიული ჭრები და ჩანაცვლების სამუშაოები განახორციელონ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. „ეს არის ნათელი მაგალითი თუ როგორ შეიძლება კერძო სექტორმა ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან. კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ მოჭრას დაავადებული ფიჭვები კერძო ტერიტორიაზე და თავისივე ფინანსური რესურსით ჩაანაცვლოს ისინი ახალი ხე-მცენარეებით. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა კერძო მესაკუთრეს, რომ შეუერთდნენ მემორანდუმს და ერთობლივი ძალებით, მოვაგვაროთ ეს მწვავე პრობლემა, რომელიც დედაქალაქს აწუხებს“, - აღნიშნა გიგა გიგაშვილმა. შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის ვახტანგ ნოზაძის განცხადებით, მიმდინარე კვირა საბურთალოს რაიონში არსებული დაავადებული ხეების ჭრას დაეთმო, ვინაიდან მოქალაქეების მომართვიანობა მაღალია. „მადლობას ვუხდი მოქალაქეებს მაღალი ჩართულობისთვის. ამასთანავე, მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ მიერ მოჭრილი თითოეული ხე იქნება აღრიცხული დაეს ინფორმაცია მიეწოდება თბილისის მერიას, იმისთვის, რომ გაზაფხულზე ამ ტერიტორიებზე აღდგენითი ღონისძიებები დაიწყოს“, - განმარტა შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა. დედაქალაქის მერიამ, მუნიციპალურ საზღვრებში არსებული დაავადებული და ხმობადი ხეების ჭრა 2018 წლის ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო.
(NS)
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)