|
2019-02-13 12:48:50, 1492 ნახვა
სამართალი
გიორგი აბრალავას მამა: ჩემს შვილს ბრალი არ უდასტურდება - გარკვეული პროცედურების შემდეგ საქართველოში დაბრუნდება
ნორვეგაში ტექნიკის ქურდობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქიდან, ერთ-ერთის, გიორგი აბრალავას მამის განცხადებით, მის შვილს ბრალი არ უდასტურდება და გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდება. ამასთან, მისი თქმით, მისი დაკავება არც უმრავლესობის წევრთან, ვანო ზარდიაშვილთან არის დაკავშირებული და არც ტექნიკის მაღაზიის ძარვას უკავშირდება. „ფაქტი არის რომ დაკავებულია მაგრამ ბრალი არ უდასტურდება. ჩემი ვარაუდით შეიძლება ქართველების მიმართ რაღაც დამოკიდებულება არის, ან რაღაც სხვა საქმესთანაც იყოს დაკავშირებული მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ასე გამოაცხადო ელექტრო ტექნიკა და ისა... ეს უნდა იყოს ან მაცივარი, ან უნდა იყოს მსხვილი რაღაც ტექნიკა და გენერატორი და ა.შ. ეს წარმოუდგენელია. შსს-მ მე როგორც ვიცი მიიღო ინფორმაცია შესაბამისი, რომ ეს არ უდასტურდებათ მათ. უბრალოდ არის პროცედურა რომლის გავლის შემდეგ თვითონ ჩამოვა და გასცემს პასუხს. პიარის ნაწილია. თუ ის არის საინტერესო რომ ეს ვანო ზარდიაშვილს დაუკავშირო, მაგალითად არის ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა?! რა, სიძეობა და ცოლის ძმობა დანაშაულია? ვანო ზარდიაშვილამდე მუშაობდა ის აუდიტის სამსახურში. ეს შეიძლება ნახოთ“ -განაცხადა მამა ანზორ აბრალავამ.
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)