|
2019-02-06 16:47:26, 1158 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - არსებობს საფრთხე, რომ ზურაბ დათუნაშვილი მენეჯმენტის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულების მსხვერპლი გახდეს
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანს ზურაბ დათუნაშვილს შეხვდა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში მის მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და განსხვავებული მოპყრობის შესახებ პირადად მიიღო ინფორმაცია. „ეს ახალგაზრდა სპორტსმენი დღეს მარტო უპირისპირდება მთელ სისტემას და მინდა მას მხარდაჭერა გამოვუცხადო, ასევე ჩემს თანადგომას ვუცხადებ ყველა იმ სპორტსმენს, რომელიც შესაძლებელია უსამართლო და შერჩევით დამოკიდებულებას განიცდიდეს. ამასთან, არსებობს საფრთხე, რომ ზურას თამამი და მე ვფიქრობ, სწორი განცხადებების გამო, იგი შეიძლება მენეჯმენტის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულების მსხვერპლი გახდეს. ჭიდაობა სპორტის უმნიშვნელოვანესი დარგია ჩვენი ქვეყნისათვის. ქართველ მოჭიდავეებს უამრავი სიხარული და ბედნიერება აქვთ მონიჭებული ჩვენი მოქალაქეებისათვის და სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან მათ მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა გარკვეული არაფორმალური გავლენების გამო, ეს სპორტსმენები არ გახდნენ უსამართლო დამოკიდებულების მსხვერპლი და არ შეწყვიტონ კარიერა“, –განაცხადა ნინო ლომჯარიამ. სახალხო დამცველი მიმართავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს ჭიდაობის ფედერაციაში არსებული არაჯანსაღი ვითარების გამო, რათა ზურაბ დათუნაშვილს თავისი სპორტული კარიერის შეუზღუდავად და დაუბრკოლებლად გაგრძელების საშუალება მიეცეს. ასევე, მიმართავს საჯარო ფინანსების განკარგვაზე პასუხისმგებელ ორგანოებს – შეისწავლონ ჭიდაობის ფედერაციაში ფინანსების მართვის გამჭვირვალობა და ხარჯების მიზანშეწონილობა. შეხვედრის დასასრულს ზურაბ დათუნაშვილმა სახალხო დამცველს სრული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)