19:15 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-04 16:43:50, 723 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ პატარებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაბის ბაგა-ბაღში იმყოფებოდა. ახლად გარემონტებული ბაგა-ბაღის შენობა დაათვალიერა და აღსაზრდელებსა და პედაგოგებს სასწავლო- სააღმზრდელო პროცესის განახლება მიულოცა.

 „ვულოცავ ბაგა-ბაღის ყველა პატარასა და აღმზრდელს სააღმზრდელო პროცესის განახლებას და ვუსურვებ წარმატებულ, ნაყოფიერ წელს. ჩვენი მიზანია ყველა ბავშვმა გაიაროს ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რასაც სააღმზდელო დაწესებულებაში მიღებული პირველადი განათლება ქვია. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბავშვებს და მასწავლებლებს ჰქონდეთ კომფორტული პირობები“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

დაბის ბაგა-ბაღში განახლებული ინფრასტრუქტურით 110 აღსაზრდელი ისარგებლებს.

შენობაში შეიცვალა შიდა კომუნიკაციები, გადაიხურა შენობის სახურავი, გარემონტდა შიდა და გარე ფასადი, მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, აშენდა საქუაბე და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღის რეაბილიტაციაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 225 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბილდ მენეჯმენტი“ ახორციელებდა, რომელსაც 10-ამდე ადგილობრივი ჰყავდა დასაქმებული.

დღეის მდგომარეობით შუახევში 11 ბაგა-ბაღი და 6 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ბუთურაულის ბაგა-ბაღზე, ახალი ბაგა-ბაღი შენდება ხაბელაშვილებში, დაგეგმილია ჯაბნიძეებში ბაღის მშენებლობა და რამდენიმე ალტერნატიული ჯგუფის გახსნა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics