21:13 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-02 12:17:16, 1370 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: ეკა ბესელიას მხარდაჭერას ვუცხადებთ და საქმეზე სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდებით

„მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელს ეკა ბესელიას, რომლის მიმართაც განხორციელდა ეს უკანონო ქმედება და ამ საქმეზე მართლმსაჯულების სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდებით“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გამოძიება სწრაფად უნდა დასრულდეს და ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცეს.

„მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამართალდამცავებს. ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინეს და გამოავლინეს არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც, სავარაუდოდ, ავრცელებდნენ ამ ინფორმაციას, არამედ ის ადამიანიც, ვინც, სავარაუდოდ, პირველმა ატვირთა ეს კადრები ინტერნეტში. ველოდებით, რომ გამოძიება სწრაფად დასრულდება და ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცემა. სწორედ ეს არის იმის გარანტია, რომ მომავალში ასეთი საკითხებით არ მოხდეს ვინმეზე ზემოქმედების მცდელობა და მანიპულირება. მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელს ეკა ბესელიას, რომლის მიმართაც განხორციელდა ეს უკანონო ქმედება და ამ საქმეზე მართლმსაჯულების სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდებით. ამ საკითხზე მსჯელობას დღეს არ ველოდები, მაგრამ, სავარაუდოდ, განცხადებები გაკეთდება“, - აღნიშნა თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics