08:11 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-31 20:08:38, 1525 ნახვა

საზოგადოება
ევროკომისია: საქართველოში გენდერული უთანასწორობა კვლავ მაღალია

მიუხედავად კანონმდებლობის დახვეწის და საზოგადოებაში ცოდნის გავრცელების მცდელობებისა, საქართველოში გენდერული უთანასწორობა კვლავ მაღალია, - ამის შესახებ საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის მესამე ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გენდერული უთანასწორობის ინდექსში (GII) 188 ქვეყნიდან საქართველო 76-ე ადგილზეა, ხოლო ქალებისა და მამაკაცების უთანასწორობის გლობალურ ინდექსში12 (GGGI) 144 ქვეყნიდან 94-ე ადგილზე.

"ქალები არასაკმარისად არიან წარმოდგენილები პოლიტიკაში და შრომის ბაზარზე. რაც შეეხება უმცირესობებს, განხორციელების პროცესშია საქართველოს თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგია და მისი ყოველწლიური სამოქმედო გეგმები, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრირებას. სახელმწიფო ენის შესახებ კანონის (ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში არასახელმწიფო ენების გამოყენების თაობაზე) აღსრულებასთან დაკავშირებით, შესაბამისი დეპარტამენტი შეიქმნა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარების ქვეშ. ორ მუნიციპალიტეტში შეიქმნა საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოების ახალი ორგანოები, რომელიც მიზნად ისახავდა ეროვნულ უმცირესობათა ადგილობრივ დონეზე მონაწილეობის გაზრდას", - ნათქვამია ანგარიშში. 

საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ მე-3 ანგარიში ანგარიშის სრული ტექსტი იხილეთ აქ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics