19:00 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 10:58:17, 524 ნახვა

საზოგადოება
კურორტ „ბეშუმს“ უწყვეტი სამედიცინო მომსახურება მიეწოდება

„ბეშუმში“ სამედიცინო პუნქტი გაიხსნა, რომელიც დამსვენებლებსა და მოიალაღეებს სეზონის ბოლომდე მოემსახურება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კურორტზე 24:00 საათიან სამედიცინო მომსახურების მიწოდებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების 2 ბრიგადა მონაცვლეობით და ამბულატორიის ექიმი უზრუნველყოფს.

აჭარის ჯანდაცვის კურორტზე ასულმა მედიკოსებმა მოიალაღეებს პირველი სამედიცინო დახმარება გუშინვე გაუწიეს. სამედიცინო სამსახურების ორგანიზაციული საკითხების გაცნობის მიზნით კურორტ „ბეშუმს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეგიონული სამსახურის უფროსი მინდია კახიძე სტუმრობდნენ.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ კურორტზე მყოფ მოიალაღეებს და მათი აზრი მოისმინეს. სამედიცინო მომსახურების ადგილზე მიწოდებისათვის მოიალაღეებმა კმაყოფლიება გამოთქვეს.

ცნობისთვის, კურორტ „ბეშუმს“ უწყვეტი სამედიცინო მომსახურება გასულ წელსაც მიეწოდებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics