02:02 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-21 13:38:21, 1177 ნახვა

საზოგადოება
„ჯეოსელისა“ და „მაგთის“ ტარიფები იზრდება

„ჯეოსელისა“ და „მაგთიკომის“ აბონენტებისთვის მომსახურების ტარიფები იზრდება.

„მაგთიკომის“ განახლებული ტარიფები 18 თებერვლიდან შევა ძალაში, ხოლო „ჯეოსელის“ 1 მარტიდან. 
როგორც „ჯეოსელში“ აცხადებენ, ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები გაუმჯობესებულ პაკეტებს მიიღებენ. 

კომპანია „სილქნეტის" განცხადების თანახმად, „ჯეოსელის" აბონენტებისთვის პაკეტი „მეტი S" 5-ის ნაცვლად 7 ლარი ეღირება, „მეტი M - 10-ის ნაცვლად 15 ლარი, ხოლო „მეტი უსასრულო" - 25-ის ნაცვლად 30 ლარი. რაც შეეხება ახალ მობილურ ინტერნეტპაკეტებს, ფასები შემდეგნაირად გამოიყურება: 1.5 გბ 6 ლარი, 3 გბ 8 ლარი, 5 გბ 12 ლარი, 8 გბ 15 ლარი, 20 გბ 30 ლარი, 2 გბ დღიური 1,5 ლარი.

„ძვირფასო აბონენტებო, მოგეხსენებათ, 2018 წლის განმავლობაში კომპანია სილქნეტმა არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე შემოგთავაზათ, რაც მოიცავდა როგორც სილქ+-ის კონვერგენტულ პაკეტებს, ასევე მობილურ ქსელში 4.5G ტექნოლოგიის დანერგვას და მობილური ინტერნეტის ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. კომპანია აგრძელებს ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას, რაც ჩვენს აბონენტებს კიდევ უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის. 1 მარტიდან კომპანია გეგმავს სატარიფო ცვლილებებს. ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები მიიღებენ გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

განახლებული ტარიფების მიხედვით, „მაგთის“ აბონენტებს პაკეტი „მარტივის“ შეძენა 25 ლარის ნაცვლად 30 ლარად შეეძლებათ. ინტერნეტის მოცულობა კი 1 GB-ის ნაცვლად, 1.5 GB-მდე გაიზრდება. რაც შეეხება ინტერნეტპაკეტებს, 3 ლარად 500 MB-ის შეძენა აღარ შეგეძლებათ. მინიმალური პაკეტი 5 ლარი ეღირება და მისი მოცულობა 1GB იქნება.

გარდა ამისა, კომპანიები მობილური ნომრის მომსახურების საფასურსაც აწესებენ, რომელიც „ჯეოსელის“ შემთხვევაში თვეში 20 თეთრი, ხოლო „მაგთის“ აბონენტებისთვის 180 დღეზე - 1 ლარი იქნება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics