02:03 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-18 15:13:36, 1288 ნახვა

საზოგადოება
2019 წლის 15 იანვრამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩამდენი პირები სახდელისგან თავისუფლდებიან

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, პირები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს, ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან.

პრემიერის თქმით, შესაბამისი დადგენილება მთავრობის სხდომაზე დღეს განიხილება.

"კანონი მოქალაქეებს სახდელთან ერთად მასზე დარიცხულ საურავსაც ჩამოაწერს. ჩვენი მიზანია, რომ ფინანსური ტვირთისგან გათავისუფლდნენ და გარკვეული შვება მიეცეთ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პენსიონერებს, ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანებს, შშმ პირებს, მარტოხელა მშობლებსა და მათ ოჯახებს, რომლებსაც ჯარიმისა და მასი გადაუხდელობის გამო დარიცხული საურავები ძალიან მძიმე ტვირთად აწევთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics