17:24 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 14:26:27, 463 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია სტიქიის შედეგად დაზარალებულებს სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებს

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა და 15 ივნისის მდგომარეობით მათი საჭიროებები აღწერა. 

თბილისის მერიამ დაზარალებულთა განთავსების ადგილებზე მიიყვანა მე-16 შერეული პოლიკლინიკის ოჯახის ექიმები, რომლებიც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაესაუბრნენ დაზარალებულებს, სამედიცინო კონსულტაცია გაუწიეს და მათთვის საჭირო მედიკამენტების იდენტიფიცირება მოახდინეს.

თბილისის ცხრა სასტუმროში გასაუბრება 44 ოჯახის წარმომადგენელთან მოხდა. 15 ივნისის მდგომარეობით, 173 ადამიანი აღირიცხა, საიდანაც 101 ქალი, 72 კაცი და 43 – 18 წლამდე ასაკის ბავშვია, მათგან 18 ბავშვი 6 წლამდეა.

სტიქიით დაზარალებულთა გამოკითხვის მიხედვით გაირკვა, რომ 33-ს ესაჭიროება სხვადასხვა მედიკამენტი, 34-ს - სამედიცინო გამოკვლევა და 12-ს - ფსიქოლოგიური დახმარება. 

თბილისის მერია ყველა დაზარალებულ ოჯახს პირველადი სააფთიაქო საჭიროებებით უზრუნველყოფს. მედიკამენტებით თბილისის მერიას „ავერსი“, „PSP“, „სახალხო აფთიაქი“, „GPC“ და „ეი-ბი-სი ფარმაცია“ მოამარაგებენ. ასევე, მათ, ვისაც სამედიცინო გამოკვლევები ესაჭიროება, ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან კოორდინაციით, ეს მომსახურება გაეწევათ.

ამასთან, თითოეულ სასტუმროში იმორიგევებენ „ავერსის“ ოჯახის ექიმები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე გაუწევენ კონსულტაციას, ხოლო ბავშვებისთვის ადგილზე პედიატრების ვიზიტი განხორციელდება. 

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მეორე ნაწილის გამოკითხვა დღეს გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics