21:03 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-09 15:57:02, 1691 ნახვა

კომენტარი
არჩილ მორჩილაძე: სიტყვა კარანტინის გამოყენება ასე უაპელაციოდ არ შეიძლება

„პირველ რიგში  უნდა ვიცოდეთ, რომ  სიტყვა კარანტინის გამოყენება ასე უაპელაციოდ არ შეიძლება“, - ასე ეხმაურება საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების  აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე რამდენიმე საავადმყოფოს მიერ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით კარანტინის გამოცხადებას.

როგორც მან აღნიშნა, საკარანტინო დაავადებები განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებს მიეკუთვნება.

„მათი ჩამონათვალი  განსაზღვრულია ჯანდაცვის შესახებ კანონით, ეს დაავადებებია:  ქოლერა, შავი ჭირი, ყვითელი ცხელება, კონტაგიოზური ჰემორაგიული ვირუსული ცხელებები, ყვავილი.  თუ ასეთი დაავადებები დაფიქსირდა, სწორედ  ამას უნდა მოყვეს ქვეყნის მასშტაბით(მათ შორის საზღვრებზე) ის საკარანტინო ღონისძიებები, რაც  განსაზღვრულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებით.  საბედნიეროდ, ასეთი რამ ქვეყანაში არ ხდება და ჯანდაცვის სამინისტროსაც მსგავსი რამ არ განუცხადებია.  

კარანტინის  გამოცხადება არ არის ცალკეული სამედიცინო დაწესებულების კომპეტენცია. მათ შეუძლიათ მხოლოდ გაამკაცრონ შიდა სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესები. ვფიქრობ, რომ სწორედ ამას გულისხმობდნენ როდესაც მსგავსი განცხადებები გაკეთდა“, - განაცხადა არჩილ მორჩილაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics