20:37 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-09 11:41:46, 1185 ნახვა

საზოგადოება
თეგეტა აკადემია კორპორატიულ ტრენინგებს ატარებს

თეგეტა აკადემიამ დაიწყო კორპორატიული ტრენინგები, რაც გულისხმობს სხვადასხვა კომპანიების თანამშრომელთა სპეციალიზირებულ გადამზადებას ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, მანქანა-დანადგარების ექსპლუატაციის და დეტალური ფუნქციონირების მიმართულებით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ კომპანია GWP-ს თანამშრომლები. ჯამში ჩატარდა ტრენინგის 7 ეტაპი და სწავლება გაიარა 100-ზე მეტმა მონაწილემ. ტრენინგის კურსი მოიცავდა სპეცტექნიკის, კერძოდ JCB 3cx მოდელის აგებულებას, მისი კომპონენტების მუშაობის პრინციპებს, ფუნქციებს, სამუშაო რეჟიმებს, სწორი ექსპლუატაციის პირობებს და სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებს საგარანტიო მიმართულებით.

თეგეტა აკადემია 2013 წლიდან ფუნქციონირებს და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა, აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. სასწავლო ცენტრ თეგეტა აკადემიის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ავტომომსახურების სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება.

აკადემია მიმდინარე წელს გეგმავს პროფესიული კოლეჯის ავტორიზაციის მიღებას, რომლის ფარგლებშიც შემუშავებული იქნა სასწავლო პროგრამა - ელექტრო სისტემების შეკეთება, კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 20 თვეს. აღნიშნულ პროგრამაზე მსურველთა მიღება იგეგმება გაზაფხულის სემესტრზე (აპრილი-მაისი). ამავდროულად აკადემია გააგრძელებს მოკლე სასერთიფიკატო კურსებს კორპორატიული და ინდივიდუალური პირებისთვის.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics